მიუხედავად იმისა, რომ სახლის ტელევიზორებში უამრავი არხი გვაქვს, მაინც გვიჭირს შვილებისთვის "ნორმალური" გადაცემის პოვნა - ისეთის, რომელიც მშობლებისთვისაც მისაღები იქნება და ბავშვებსაც ნამდვილად დააინტერესებთ და მოეწონებათ.
ჩემს ოჯახში ერთ-ერთი არხი, რომელზეც ყველაზე ხშირად არის ჩართული ტელევიზორი, ბავშვებსაც მოსწონთ და მეც არ მიჩნდება გადართვის სურვილი, ბასტი-ბუბუს არხია, BBB. ჩემს 3 წლის ბიჭსაც აინტერესებს და ცნობისმოყვარეობასაც უკმაყოფილებს, და ჩემს 10 წლის გოგონასაც. რასაკვირველია, მთელი დღე ტელევიზორს არ უსხედან, მაგრამ იმ პერიოდსაც, რასაც ტელევიზორთან ატარებენ, არ ვღელავ იმაზე, რომ რაღაც საშინელებებს უყურებენ და დროს ფუჭად ხარჯავენ.
წაიკითხეთ გაგრძელება